ორთოდონტი

 

სიტყვა ორთოდონტია ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს “სწორი კბილები”. თუმცა დღესდღეობით ორთოდონტიული მკურნალობა არ შემოიფარგლება მხოლოდ ,,არასწორად მდგომი” კბილებით. ის მოიცავს ბევრ ასპექტებს, რომლებიც ინდივიდუალურად განისაზღვრება თითოეული პაციენტისთვის.

ჩვენს ცენტრში ჩაგიტარდებათ სამკურნალო პროფილაკტიკური გამოკვლევების სრული კომპლექსი. მხოლოდ ამის შემდეგაა შესაძლებელი ორთოდონტიული მკურნალობის დაწყება. ორთოდონტიული მკურნალობა მიმდინარეობს როგორც მოუხსნელი, ისე მოსახსნელი აპარატებით. მოსახსნელი კონსტრუქციის აპარატები ფირფიტები, ეფექტურია 12 წლამდე. 12 წლიდან ძირითადათ გამოიყენება მოუხსნელი კონსტრუქციის ორთოდონტიული აპარატები ბრეკეტ სისტემა.

ჩვენთან შეგიძლიათ აირჩიოთ ნებისმიერი სახის ბრეკეტები: მეტალის, ფაიფურის, გამჭირვალე, ფერადი და სხვა. ყველა ბრეკეტ სისტემა მაგრდება სპეციალური ადგეზიური სისტემით, რომელიც შეიცავს ფტორს. ეს უკანასკნელი ხელს უწყობს ბრეკეტის ქვეშ არსებული მინანქრის მინერალიზაციას, რაც თავის მხრივ იცავს კბილს, კარიესის განვითარებისა და აპარატის მოხსნის შემდეგ ლაქის წარმოქმნისგან.

თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად ხდება მკურნალობის მეთოდებისა და აპარატის შერჩევა. ექიმები გულდასმით აგიხსნიან ყველა ნიუანს, რომელიც დაკავშირებულია მკურნალობასთან, რათა შედეგი იყოს ეფექტური და ხარისხიანი. 

 

გარანტირებული სტერილურობა  და სრული ინფექციური კონტროლი.