იმპლანტი

დენტალური იმპლანტი ეს არის "ხელოვნური ფესვი" დამზადებული ბიოინერტული მასალა ტიტანისგან. რომელიც იხრახნება ყბის ძვლოვან ქსოვილში და შემდგომ მასზე ფიქსირდება ხელოვნური გვირგვინი. ეს შეიძლება განხორციელდეს ერთი კბილის დაკარგვის შემთხვევაში, რამდენიმე კბილის არქონისას ან სრულიად უკბილო ყბაზეც.

პირის ღრუს დეფექტების აღდგენის სხვა მეთოდებთან შედარებით იმპლანტაციას აქვს მთელი რიგი უპირატესობები: არ საჭიროებს საღი კბილების დეპულპაციას, პაციენტი ისე ეგუება და იყენებს იმპლანტს როგორც საკუთარ კბილს, მასზე მარტივია გვირგვინის დამაგრება. ერთი იმპლანტის ჩასმას სჭირდება ადგილობრივი ანესთეზია და დაახლოებით 20-25 წუთი.

იმპლანტის დახმარებით შესაძლებელია მთლიანად უარი ვთქვათ მოსახსნელი პროთეზის გამოყენებაზე. მთლიანობაში იმპლანტი შეადგენს რთულ ანაწყობს: იმპლანტი + აბატმენტი + გვირგვინი, რომლებიც ერთმანეთთან ისე არიან დაკავშირებულები, რომ რაიმე პრობლემის განვითარების შემთხვევაში, ადვილი იყოს მათი გამოცვლა. 

 

გარანტირებული სტერილურობა  და სრული ინფექციური კონტროლი.