ჭრილობის მოვლა

ექსტრაქციის (კბილის ამოღების) შემდგომი ჭრილობის მოვლის ზოგადი წესები

ექსტრაქციის შემდეგ დიდი მნიშვნელობა აქვს ჭრილობის სწორ მოვლას, რათა თავიდან იქნეს აცილებული სხვადასხვა გართულებები. ექსტრაქციის შემდეგ 2-3 სთ-ით თავი უნდა შეიკავოთ საკვებისა და წყლის მიღებისაგან. 24 სთ-ის განმავლობაში არ შეიძლება ცხელი და უხეში საკვების მიღება. დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ჭრილობა სავსე იყოს შედედებული სისხლით, დაუშვებელია ჭრილობის წვალება, გამოწოვა და ა.შ. არ არის რეკომენდირებული ჭრილობის დატამპონება, თუ არ არის სისხლდენა ან მისი საშიშროება. დაახლოებით 12–24 სთ-ის განმავლობაში არ შეიძლება კბილების გაწმენდა და სავლებები. შემდგომში კი ასეთი ჰიგიენური პროცედურები აუცილებელია რეგულალურად.

სავლებად გამოიყენება საჭმლის სოდის ნელთბილი ხსნარი და მცენარეული ნაყენები: გვირილა, ჩაი, მუხის ქერქი, შალფეი და ა.შ. რომელთაც გააჩნიათ ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო და რეგენერაციის დამაჩქარებელი მოქმედება.

ექსტრაქციის შემდგომ ჩვეულებრივი მოვლენაა ჭრილობისა და ნანემსრების უმნიშვნელო ტკივილი, შეშუპება, რაც მთლიანად გაივლის 2-3 დღეში. თუ ჩათვლით, რომ მაინც გართულდა ჭრილობა, რაც სხვადასხვა მიზეზით არის გამოწვეული, ჩაიტარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან. დაუშვებელია ანტიბიოტიკებისა და სხვა მედიკამენტების თვითნებური გამოყენება.

გახსოვდეთ, რომ ექსტრაქცია არის ჩვეულებრივი მცირე ოპერაცია და ამ რეკომენდაციების სწორი შესრულება დაგიცავთ მძიმე გართულებებისაგან. ეს იქნება გარანტი თქვენი ჯამრთელობისა! 

 

გარანტირებული სტერილურობა  და სრული ინფექციური კონტროლი.