მეტალო კერამიკა

მეტალო კერამიკის გვიგვინი, იგივე ფაიფურის გვირგვინი მეტალის კარკასზე - შეიძლება ჩაისვათ მაშინ, როცა კბილზე დიდი კარიესული დეფექტია, მოტეხილია გვირგვინი, მიმდინარეობს კბილების პათოლოგიური ცვეთა და ა.შ. კარკასი მზადდება ქრომ–კობალტის შენადნობისაგან, არ იჟანგება პირის ღრუში და ძალიან გამძლეა ღეჭვითი დატვირთვის მიმართ. იგი აბსოლუტურად ინერტულია და შეთავსებადი პირის ღრუს ქსოვილებთან, არ იწვევს რაიმე სახის ალერგიულ რეაქციას. კარკასი გარედან იფარება კერამიკის ფენით,რომელიც მას კბილის ბუნებრივ ფერს და ფორმას აძლევს. ლითონ-ფაიფურის გვირგვინები გამოიყენება, როგორც ცალკეულ კბილებზე, ასევე ხიდის სახით. შესაძლებელია ლითონ-ფაიფურის გვირგვინების ძვირფასი ლითონებით დამზადება. ასეთია, მაგალითად, პლატინა-ოქროს შენადნობები. 
 

გარანტირებული სტერილურობა  და სრული ინფექციური კონტროლი.