Damon სისტემა

Damon სისტემა სხვა სისტემებისგან იმით განსხვავდება, რომ ის მოიცავს ულიგატურო _ თვითლიგირებად ბრეკეტებს და მაღალტექნოლოგიურ რკალებს, ფორმის მეხსიერებით. ეს სისტემა საშუალებას გვაძლევს მოვახდინოთ კბილთა რკალის გაფართოება და პრაქტიკულად გამოვრიცხოთ კბილების ექსტრაქციის აუცილებლობა ორთოდონტიული ჩვენებით. 
Damon სისტემის საშუალებით ხდება არამარტო კბილთა დგომის ნორმალიზაცია არამედ მიიღწევა ჰარმონიული ინდივიდუალური ღიმილი. 
Damon სისტემა მნიშვნელოვნად ამცირებს მკურნალობის ხანგრძლივობას სხვა თანამედროვე სისტემებთან შედარებით. თვითლიგირებადი ბრეკეტების წყალობით თითქმის ნულამდეა შემცირებული რკალის ხახუნი პაზში, შესაბამისად ის თავისუფლად სრიალებს ბრეკეტში ანუ სრულად ხორციელდება სრიალის მექანიკა.  გარდა ამისა მინიმუმამდეა დაყვანილი პაროდონტის ქსოვილების გადატვირთვა. შედეგად პაციენტები არ განიცდიან ტკივილს და დისკოფორტის შეგრძნებას. 
Damon სისტემა წარმოადგეს ბრეკეტების ახალ თაობას  რომელიც საშუალებას იძლევა მინიმალური ძალების გამოყენებით მივიღოთ მაქსიმალური შედეგი.

Damon სისტემის უპირატესობანი:

. მაქსიმალურად ეფექტური შედეგი 
. მკურნალობის მოკლე დრო 
. პაციენტის მიერ ექიმის სავარძელში ნაკლები დროის გატარება 
. ვიზიტებს შორის დიდი შუალედი (8-10 კვირა) 
. პაციენტის მეტი კომფორტი 
. კბილების ექტრაქციის ნაკლები საჭიროება 

 

გარანტირებული სტერილურობა  და სრული ინფექციური კონტროლი.