პერიოდონტიტი

პერიოდონტი მკვრივი ფიბროზულ-შემაერთებელი ქსოვილია, რომელიც კბილთა ფესვების კბილბუდესთან შეერთებას უზრუნველყოფს. პერიოდონტიტი კი კბილის ფესვის მწვერვალის ირგვლივი ქსოვილების ანთებაა. მას ახასიათებს ანთებითი პროცესის გავრცელება არა მარტო კბილის ქსოვილზე, არამედ ფესვების ირგვლივ არსებულ ძვლოვან ქსოვილზეც. ამ დროს იშლება ნერვი და ზიანდება იოგი, რომელიც კბილს კბილბუდეში ამაგრებს. პერიოდონტიტი შეიძლება იყოს როგორც ინფექციური, ასევე არაინფექციური. მის აღმოცენებაში მთავარ როლს მიკროორგანიზმები და მათი ტოქსინები ასრულებენ. ამ დროს ინფექცია უმეტესად პულპიტის ან პულპის ნეკროზის შედეგად ვრცელდება ფესვის არხიდან. არაინფექციური პერიოდონტიტის მიზეზად შეიძლება იქცეს ტრავმა ან მედიკამენტი.

მწვავე პერიოდონტიტი ვლინდება მკვეთრი ტკივლით კბილის არეში, რომელიც ძლიერდება შეხებისას. აღინიშნება ტუჩის, ლოყის შესიება. ღრძილი შეშუპებული, ჰიპერემიულია. კბილი პათოლოგიურად მოძრავია. ადამიანს ისეთი შეგრძნება უჩნდება, თითქოს კბილი დაუგრძელდა. ყბისქვეშა ლიმფური კვანძები გადიდებული და მტკივნეულია პალპაციით, ტემპერატურა მომატებულია. შესაძლებელია წარმოიქმნას გართულებები ყბის აბსცესის, ფლეგმონის სახით.

ქრონიკული პროცესი მიმდინარეობს დუნედ: წარმოიქმნება უხერხული გრძნობა ჭამის დროს, ზოგჯერ ღრძილზე წარმოიშობა ხვრელარხი, არასასიამოვნო სუნი პირიდან.

პერიოდონტიტი კარიესული და პულპიტური პროცესის ყველაზე საშიში გართულებაა. პერიოდონტიტით გართულებული კბილი, მით უმეტეს - რამდენიმე, ინფექციის წყაროა მთელი ორგანიზმისთვის. თუ ადამინს აქვს პერიოდონტიტით დაზიანებული რამდენიმე კბილი, იწყება გართულება შიდა ორგანოების მხრიდან: თირკმელები, გული , სახსრები.

პერიოდონტიტი - ხშირად ვითარდება კბილების ფესვის არხების უხარისხო მკურნალობის შედეგად. მსგავსი კბილები ხშირად ამოსაღები ხდება, თუ კლინიკის ექიმები არ ფლობენ არხების ხელახალი მკურნალობის მეთოდიკას. 

 

გარანტირებული სტერილურობა  და სრული ინფექციური კონტროლი.