ვინირი

ორთოპედიული ვინირი მზადდება კერამიკისაგან (ფაიფური) კარკასის გარეშე. არის ძალიან თხელი და უზრუნველყოფს კბილების ფორმისა და ფერის იდეალურობას. ისინი განკუთვნილნი არიან ფრონტალური (წინა) კბილებისთვის, როდესაც აღინიშნება  ესთეტიური დეფექტები: არასასურველი ფორმა, ფერი, მრავლობითი ბჟენები, დიასთემა, ბზარები, ემალის ფლუოროზი, და ა.შ. გააჩნიათ სიმტკიცე და  შეუდარებელი ესთეტიკა. ვინირებისას  დაზოგვით მუშავდება კბილის მხოლოდ წინა ზედაპირი მცირედ  და ზემოდან თავსდება ვინირი, როგორც ფარდა. ახასიათებს მაღალი გამძლეობა ფიზიკური დატვირთვისა და ქიმიური რეაქციების მიმართ, წლობით არ იცვლის ფერს და ფორმას, არ ცვდება, აბსოლუტურად ბიოინერტულია, ამიტომ არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს და არ აღიზიანებს მიმდებარე ქსოვილებს. 
 

გარანტირებული სტერილურობა  და სრული ინფექციური კონტროლი.