სიახლეები

CAD/CAM (კბილთა კომპიუტერული სისტემით აღდგენა და პროთეზირება). ცირკონოკერამიკა - თანამედროვე მაღალტექნოლოგიური მასალა.

კერამიკა ცირკონიუმის დიოქსიდზე - (ZrO2)საუკეთესო მასალად ითვლება ხელოვნური გვირგვინების შესაქმნელად. მაღალი სიმტკიცე, ესთეტიურობა და ბიოშეთავსება ცირკონის დიოქსიდს ხდის პროთეზირებისათვის საუკეთესოს. ცირკონის კბილს გააჩნია უნიკალური თვისება, გაატაროს სინათლის სხივი ბუნებრივი კბილის მსგავსად.

გვირგვინების დამზადებისას ცირკონის დიოქსიდის თეთრი კარკასი იფარება ფაიფურით, შედეგად მიიღება მაღალი ესთეტიური მახასიათებლების მქონე კბილები. ცირკონის დიოქსიდი სანდო, ინოვაციური და ეფექტური მასალაა, გამოყენების ფართო სპექტრით.

ცირკონის გვირგვინები და უმეტალო კერამიკის პროთეზები მზადდება CAD/CAM ტექნოლოგიით (Computer Assisted Design/Computer Aided Manufacturing). ეს კბილების მოდელირებიდან, კარკასის დამზადებამდე სრული კომპიუტერიზირებული პროცესია, რაც თავისმხრივ  გამორიცხავს ნებისმიერ შეცდომას.