სიახლეები

ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებათა სისტემა. დისპანსერიზაცია

დისპანსერიზაცია ეს არის მოსახლეობის სამკურნალო – პროფილაქტიკური მომსახურების ფორმა, რომელიც მდგომარეობს მოსახლეობის აღრიცხვაში და აქტიურ დაკვირვებაში, რათა დროულად გამოვლინდეს დაავადების ადრეული სტადიები. როგორიცაა: კარიესი, პულპიტი, პერიოდონტიტი, პაროტონტიტი, პირველადი და მეორადი ადენტიები და სხვა.

ჩვენს სტომატოლოგიურ ცენტრში მოქმედებს დისპანსერიზაციის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ექიმი ჰიგიენისტი ყოველ 6 თვეში ერთხელ დაგიკავშირდებათ და შეგითანხმდებათ ვიზიტზე. ვიზიტისას ჩაგიტარდებათ კბილების პროფესიული წმენდა ულტასტომითა და ეარფლოუთი, შემოწმდება პირის ღრუ და ჩაგიტარდებათ სრულფასოვანი კონსულტაცია. ამ ვიზიტზე მომსახურების საფასურის 20%-ი კლინიკის საჩუქარია.

 

დისპანსერიზაციის პროგრამის საშუალებით:

  • არ დაგავიწყდებათ კბილების პროფესიული წმენდა და შეინარჩუნებთ თეთრ, ქათქათა კბილებსა და ლამაზ ღიმილს 
  • ინდივიდუალურად შეგირჩევენ კბილის პასტას, ჯაგრისა და სხვა პირის ღრუს მოვლის საშუალებებს 
  • დროულად აღმოაჩენთ ყველა დაზიანებასა და პრობლემას პირის ღრუში 
  • ისარგებლებთ 15%-იანი ფასდაკლებით

 

პროგრამაში ჩართვა შეუძლია ყველა ასაკის ადამიანს. მსურველებმა შეავსეთ მიმდინარე ფორმა და გამოაგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

ანკეტის ფორმა