სიახლეები

Damon თვითლიგირებადი ბრეკეტები, სწრაფი! მარტივი! ეფექტური!

დღევანდელ დღეს ექიმ-ორთოდონტს შეუძლია სხვადასხვა მასალის, ფორმის და პარამეტრების მქონე ბრეკეტების გამოყენება. ბევრი პაციენტი შეცდომით მიიჩნევს, რომ კბილების გასწორება ხდება მხოლოდ ბრეკეტების ხარჯზე. მკურნალობის პროცესში მონაწილეობას იღებს არა მხოლოდ ბრეკეტები არამედ მთლიანად ბრეკეტ-სისტემა. ეს სისტემა მოიცავს ბრეკეტებს, რკალებს, ლიგატურებს და სხვა უამრავ ელემენტს. თავის მხრივ ყველა ბრეკეტ-სისტემა უნიკალურია მაგრამ ყველა მათგანი არ წარმოადგენს მოწინავეს.
Damon სისტემა სხვა სისტემებისგან იმით განსხვავდება, რომ ის მოიცავს ულიგატურო _ თვითლიგირებად ბრეკეტებს და მაღალტექნოლოგიურ რკალებს, ფორმის მეხსიერებით. ეს სისტემა საშუალებას გვაძლევს მოვახდინოთ კბილთა რკალის გაფართოება და პრაქტიკულად გამოვრიცხოთ კბილების ექსტრაქციის აუცილებლობა ორთოდონტიული ჩვენებით. 
Damon სისტემის საშუალებით ხდება არამარტო კბილთა დგომის ნორმალიზაცია არამედ მიიღწევა ჰარმონიული ინდივიდუალური ღიმილი. 
Damon სისტემა მნიშვნელოვნად ამცირებს მკურნალობის ხანგრძლივობას სხვა თანამედროვე სისტემებთან შედარებით. თვითლიგირებადი ბრეკეტების წყალობითhttp://www.mullerdent.ge/images/n/uploads/images/damon-braces.gif თითქმის ნულამდეა შემცირებული რკალის ხახუნი პაზში, შესაბამისად ის თავისუფლად სრიალებს ბრეკეტში ანუ სრულად ხორციელდება სრიალის მექანიკა.  გარდა ამისა მინიმუმამდეა დაყვანილი პაროდონტის ქსოვილების გადატვირთვა. შედეგად პაციენტები არ განიცდიან ტკივილს და დისკოფორტის შეგრძნებას. 
Damon სისტემა წარმოადგეს ბრეკეტების ახალ თაობას  რომელიც საშუალებას იძლევა მინიმალური ძალების გამოყენებით მივიღოთ მაქსიმალური შედეგი.

Damon სისტემის უპირატესობანი:

. მაქსიმალურად ეფექტური შედეგი 
. მკურნალობის მოკლე დრო 
. პაციენტის მიერ ექიმის სავარძელში ნაკლები დროის გატარება 
. ვიზიტებს შორის დიდი შუალედი (8-10 კვირა) 
. პაციენტის მეტი კომფორტი 
. კბილების ექტრაქციის ნაკლები საჭიროება