პაროდონტიტი

პაროდონტი იმ ქსოვილთა კომპლექსია, რომელიც კბილს, კბილბუდეში აფიქსირებს. ეს კომპლექსი მოიცავს ღრძილს, კბილბუდის ძვლოვან ქსოვილს, პერიოდონტს და დუღაბს, რომლითაც დაფარულია კბილის ფესვი.
 
პაროდონტიტი პაროდონტის ანთებითი დაავადებაა, რომელიც ვითარდება ორგანიზმის იმუნიტეტის დაქვეითების ფონზე, ადგილობრივი ფაქტორების ზემოქმედების შედეგად. ზოგჯერ ორგანიზმის ამა თუ იმ (გულ-სისხლძარღვთა, ენდოკრინული, კუჭ-ნაწლავის, ნერვული) სისტემის დაავადება პაროდონტში ისეთ სერიოზულ ცვლილებებს იწვევს, რომ ადგილობრივი ფაქტორები უკანა პლანზე გადადის. 
 
პაროდონტიტის განვითარებაში გარკვეულ როლს ასრულებს გენეტიკური ფაქტორებიც. რაც შეეხება ადგილობრივ ფაქტორებს როგორიცაა კბილის მიკრობული ბალთა, კბილის ქვა, არასწორად გაკეთებული ბჟენი და ორთოპედიული კონსტრუქცია, კარიესი, თანკბილვისა და ცალკეული კბილების დგომის ანომალია და სხვა იწვევს პაროდონტის ანთებას და ამძიმებს პაროდონტიტის მიმდინარეობას.
 
პაროდონტიტის ნიშნებია:
. კბილებზე ქვებისა და ნადების არსებობა
. ღრძილებიდან სისხლდენა
. უსიამოვნო სუნი პირის ღრუში
. ჰიპერემიული, შეშუპებული და მგრძნობიარე ღრძილები;
. სივრცის გაჩენა კბილებს შორის
. ღრძილებისა და კბილების დაშორება
. კბილების მორყევა, გადაადგილება


გარანტირებული სტერილურობა  და სრული ინფექციური კონტროლი.