პაროდონტოზი

პაროდონტი იმ ქსოვილთა კომპლექსია, რომელიც კბილს, კბილბუდეში აფიქსირებს. ეს კომპლექსი მოიცავს ღრძილს, კბილბუდის ძვლოვან ქსოვილს, პერიოდონტს და დუღაბს, რომლითაც დაფარულია კბილის ფესვი.
 
პაროდონტოზი პაროდონტის დისტროფიული, არაანთებითი დაავადებაა. პაროდონტოზის საფუძვლად მიიჩნევენ ნერვულ-დისტროფიულ გენერალიზებულ პროცესს, რომელიც ზოგად ენდოგენურ (შინაგან) ფაქტორებთან არის დაკავშირებული. მის ჩამოყალიბებაზე გავლენას ახდენს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ენდოკრინული დარღვევები, ასაკთან დაკავშირებული მეტაბოლური ცვლილებები.
 
 
პაროდონტოზის დროს:
.ღრძილი ვარდისფერია, მკვრივი, არ აქვს ანთების ნიშნები
.კბილის ყელი და ფესვი გაშიშვლებულია 
.მომატებულია კბილების მგრძნობელობა
.კბილები მდგრადია
.პროცესს ხშირად ერთვის კბილის არაკარიესული დაავადებები (ეროზია, სოლისებრი დეფექტი, ცვეთა).


გარანტირებული სტერილურობა  და სრული ინფექციური კონტროლი.