ორთოპედი

უკბილობა იწვევს სერიოზულ ფუნქციურ და კოსმეტიკურ დარღვევას: კბილთა მწკრივის დეფორმაციებს, დამატებით დატვირთვას დარჩენილ კბილებზე, ცვეთას, მორყევას, კბილების მარაოსებურად გაშლას, დიასთემების და ტრემების გაჩენას. მინიმალური რაოდენობის, კბილების დაკარგვის შემთხვევაშიც კი აუცილებელია დროული პროთეზირება.
თანამედროვე სტომატოლოგიური მიღწევები, საშუალებას იძლევა გამოვასწოროთ ის ნაკლი, რომელსაც მივყავართ კბილების ნაწილობრივ ან სრულ დაკარგვამდე. სწორედ ამ დაავადებებს მკურნალობს სტომატოლოგი ორთოპედი.  
 
მკურნალობის დროს გამოიყენება როგორც მოსახსნელი, ასევე მოუხსნელი კონსტრუქციები.
 
 

გარანტირებული სტერილურობა  და სრული ინფექციური კონტროლი.